1 | P age Graphisoft ArchiCAD ვიკიწიგნების ბიბლიოთეკიდან ავტორი: ღონღაძე გიორგი(Gnome) ნაწილი 1 ბაზური ArchiC AD წიგნის შესახებ: წიგნის ამ ნაწილში დაწვრილებითაა ახსნილი პროგრამის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების წესები. ახსნილია რედაქტირების ინსტრუმენტების პარამეტრებისა და კომფიგურაციების მნიშვნელობები. წიგნით შეუძლია ისარგებლოს როგორც დამწყებ გრაფიკოსს, ასევე პროფესიონალსაც. 2 | P age თავი I Archicad-ში შესავალი “ვირტუალური შენობა” - ბაზური იდეები ArchiCAD-ის პაკეტი ბაზირებულია ”ვირტუალური შენობის” იდეაზე, რომელიც 1984 წელს გამოუშვა კომპანია Graphisoft-მა. ინსტრუმენტებისა და მათი მოხმარების წესების სრულყოფით წლიდან წლამდე, ვერსიიდან ვერსიამდე, პაკეტი უფრო და უფრო მოსახერხებელი და ძლიერი ხდებოდა, მაგრამ მისი ბაზური იდეა უცვლელი დარჩა. ”ვირტუალური შენობის” შესაბამისად არქიტექტორს წარმოუდგება აქრიტექტურული პროექტირების სპეციალიზირებულ ინსტრუმენტებზე ორიენტირებული მთელი კრებული, რომელთა დახმარებითაც იქმნება ”ვირტუალური შენობა” - რეალური შენობის შესაბამისი კომპიუტერტის მახსოვრობაზე მყოფი მოცულობითი შენობა. ამ მოდელისაგან მოდის სხვადასხვა ინფორმაცია : ესკიზები(სართულური გეგმები, ჭრილები და ფასადები, კვანძები და დეტალები და ა.შ.); ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვლის რეზულტატები(სიები, სპეციფიკაციები, კომენტარები და ა.შ.); საპრეზენტაციო მატერიალები(ფოტორეალისტური გამოსახულებები, ანიმაციური ფილმები, ვირტუალური რეალობის სცენები); სხვადასხვა ფორმატის ფაილები მონაცემების გასაცვლელად შემკვეთებთან, კონსულტანტებთან და პროექტირების პროცესის სხვა მონაწილეებთან, რომლებსაც ხმარობენ სხვა პროგრამები(AutoCAD, Microstation, 3D Studio Max და ა.შ.) ”ვირტუალური შენობა” ერთმანეთისგან გამოყოფილ ესკიზებზე მუშაობის საშუალებას იძლევა. ხოლო რეალური შენობის მოდელთან მუშაობისას, სადაც ყველა ელემენტი ერთმანეთზე დამოკიდებულია, პროექტში შეტანილი ყოველი ცვლილება ავტომატურად აისახება დოკუმენტაციაში. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა პროექტირების ადრეულ ეტაპებზე აღმოვაჩინოთ და ჩამოვიშოროთ მრავალი პრობლემა, რომლებიც პროეტირების შემდეგ ეტაპებზე აუცილებლად გამოიჩენდნენ თავს. ამას გარდა ”ვირტუალური შენობის” იდეა გარანტიას იძლევა, რომ ყოველი ესკიზი ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს იმდენად, რამდენადაც წარმოგვიდგება ერთი და იგივე მოდელის გამოსახვის სხვადასხვა საშუალება. პარამეტრული კონსტრუქციები პაკეტის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ ის ჩვეულებრივი მშენებარე კონსტრუქციების ესკიზების შექმნის ინსტრუმენტების კრებულთან მუშაობის საშუალებას იძლევა : კედლები, ფანჯრები, სახურავები და ა.შ. ყველა შექმნადი კონსტრუქცია გამოისახება პარამეტრულად(ე.ი. აღწერილნი არიან მათთვის დამახასიათებელი პარამეტრებით), მაშასადამე 3 | P age ნებისმიერი ნაწილი შესაძლებელია დარედაქტირდეს მისი პარამეტრების შეცვლით(სურ. 1). ამიტომ ნებისმიერ კონსტრუქციულ ელემენტს გააჩნია საკუთარი ინფორმაცია, მისი ესკიზზე გამოსახვისათვის, ასევე მისი თვისებების გამოთვლისათვის. მაგალითად, კედელი ArchiCAD-ში - ეს არ აირს მხოლოდ ორი პარალელური ხაზი, არამედ ეს არის მთელი პარამეტრული ობიექტი, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ხარისხები(მაგალითად, კედლის ეს შესაძლებლობა თანამშრომლობს სხვა კედლებთან, საშუალებას იძლევა ჩავსვათ ფანჯრები და კარებები) და შეიცავს საჭირო მონაცემებს(გეომეტრიული ზომები, ხაზის ტიპები და გეგმებზე გამოსასახავი ჩრდილები, გარე მატერიალები, შიდა და პოლიგონური ზედაპირები და ა.შ.). სურ 1. კონსტრუქციის პარამეტრების დასაყენებელი დიალოგური ფანჯრები ობიექტური ტექნოლოგია ArchiCAD ArchiCAD-თან ერთად ყენდება სხვადასხვა ობიექტების ფართო ბიბლიოთეკა, რომელიც გამოიყენება პროექტირების პროცესში. სტანდარტულ ბიბლიოთეკაში შედის 1000 -ზე მეტი ელემენტი - ფანჯრები და კარებები, სამშენებლო კონსტრუქციები, ავეჯი და განათება, ესკიზების გაფორმებისა და ვიზუალიზაციის ელემენტები. შესაძლებელია ელემენტების გამოყოფილად შექმნა. ობიექტების უმრავლესობის გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტიდან(რა თქმა უნდა უფასოდ). ArchiCAD-ის ბიბლიოთეკის მთავარი განსაკუთრებულობა არ გამოისახება ბიბლიოთეკის მრავალფეროვნებაში, არამედ ის გამოისახება მისი გამოყენების ტექნოლოგიაში. 4 | P age ArchiCAD-ის მთავარ ობიექტურ ტექნოლოგიაში დევს გეომეტრიული განსაზღვრის ენა(GDL), რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პარამეტრული ობიექტები, რომლებთა თვისებებს შეუძლიათ განსაზღვრონ როგორც დასმული მომხმარებლური პარამეტრები, ასევე განსხვავებული ზედაპირული მდგომარეობები(ესკიზის მასშტაბი, ობიექტის განთავსების სართულები, სივრცეში ობიექტის მდებარეობა და ა.შ.). მაგალითად ესკიზის მასშტაბის შეცვლით ავტომატურად შეიცვლება ობიექტის დეტალიზაციის ხარისხი(სურ. 2), ხოლო ერთი და იგივე კიბეებს ორგანზომილებიან სიმბოლოებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ სხვადასხვა სართულებზე. სურ 2. ესკიზის მასშტაბის შეცვლისას ობიექტის დეტალიზაციის ხარისხის ცვლილება GDL ენით აღწერილი ობიექტები შეიცავენ სართულების გეგმის 2D სიმბოლოებს, SD მოდელს მოცულობითი გამოსახულების შესამნელად და ყველა მონაცემებს სპეციფიკის ფორმირებისათვის. ერთი ობიექტის ბაზური პარამეტრების შეცვლით შესაძლებელია მიღებულ იქნას უსასრულოდ სხვადასხვა ვარიანტები, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმით, ზომით, მატერიალებით და სხვა თვისებებით(სურ. 3). 5 | P age სურ 3. ერთი ობიექტის პარამეტრების შეცვლით მიღებული რამოდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული ობიექტი ArchiCAD - ბაზური კომპლექსური პროექტირება ArchiCAD-ის პაკეტის ფუნქციონალური შესაძლებლობები საკმარისია არქიტექტურული პროექტირების მთავარი დავალების შესასრულებლად. თუმცა ”ვირტუალური შენობის” იდეის უპირატესობის მეშვეობით, გარე მოდულების ჩადგმით და სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ArchiCAD შესაძლებელია გახდეს პროექტირების მთავარი პროგრამა. ArchiCAD-ს აქვს შესაძლებლობა პროექტებზე კოლექტიური მუშაობისა, რისი დახმარებითაც კონსტრუქტორების ჯგუფს შეუძლიათ გააერთიანონ მათი ძალისხმევა და მიიღონ საერთო გადაწყვეტილება. 6 | P age თავი II ArchiCAD-ის სამუშაო ადგილი პროგრამის მრავალფანჯრიანი ინტერფეისი ArchiCAD-ის სამუშაო გარემო იქმნებოდა სპეციალურად ავტომატიზირებული პროექტირების სპეციალიზირებულ სისტემაში არქიტექტორების საჭიროებების გათვლით, რომელსაც უნდა წარმოედგინა ყველა საჭირო ინსტრუმენტი და არ უნდა ყოფილიყო საჭირო პროექტირებისას მომხმარებლის ფსიქოლოგიის ტესტი. ამ პრინციპებმა იპოვეს თავიანთი ადგილი პროგრამის ინტერფეისში, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულნი არიან არქიტექტურული პროექტირების სპეციფიკური დავალებების შესრულებისათვის და შეიცავენ ყველა ეფექტური მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტებს. პროგრამის ინტერფეისი წარმოადგენს სამუშაო ფანჯრების ჯამურ დინამიკურ კავშირს : სართულის გეგმის ფანჯარა, ჭრილის/ფასადის ფანჯარა, პროექტის მოცულობითი წარმოდგენის ფანჯარა(სურ. 4). ამას გარდა, პროექტში შესული ინფორმაციის ამოღებისას(სპეციფიკაციის შემადგენლობა, მატერიალების მარაგის გათვლა და ა.შ.), გამოიყენება დამხმარე ფანჯრები. სამუშაო ფანჯრები ემსახურებიან პროექტის შექმნას, რედაქტირებას და დათვარიელებას, ხოლო დამხმარეები კი მხოლოდ პროექტში შემავალი ინფორმაციის გამოსასახავად. 7 | P age სურ 4. პროგრამის მრავალფანჯრიანი ინტერფეისი ArchiCAD-ში მუშაობა მიდის არა გამოყოფილ ესკიზებზე, არამედ შენობის ვირტუალურ მოდელზე. პროგრამაში არსებული ყველა სამუშაო ფანჯარა ყოველთვის ახლდება პროექტზე მუშაობისას, ამიტომ არქიტექტორი, რომელიც არედაქტირებს, მაგალითად, შენობის გეგმას, მასთან ერთად ხედავს შეტანილ ცვლილებებს ჭრილებში, სექციებში, ფასადებში და სპეციფიკაციებში. სამუშაო ფანჯარა ArchiCAD-ში ყველა ფანჯრის დაყოფა შესაძლებელია სამუშაო(რომელშიც მიმდინარეობს პროეტის შექმნა და რედაქტირება) და დამხმარე(ემსახურება სხვადასხვა ინფორმაციის გამოსახვას) ფანჯრებად. შესაძლებელია ყველა ფანჯარის ეკრანზე თავისუფლად გადაადგილება, ასევე თავისუფლად შეიძლება მათი ზომის შეცვლა. სართულის გეგმის ფანჯარა(სურ. 5) არის მთავარი ფანჯარა, რომელშიც მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. სართულის გეგმის ფანჯარაში მუშაობისას და არქიტექტურული ესკიზების შექმნისას, პროგრამაში რეალიზებული ვირტუალური შენების ტექნოლოგიით, შესაძლებელია ერთდროულად შეიქმნას მოცულობითი შენობის მოდელი, რომლიდანაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია მივიღოთ საჭირო ესკიზი(გეგმები, ჭრილები, ფასადები, სექციები, აქსონომეტრიული და პერსპექტიული გამოსახულება). სურ 5. სართულის გეგმის ფანჯარა 8 | P age სართულის გეგმის ფანჯარა ყოველთვის პირველი იხსნება შექმნილი ფაილის გახსნისას და ახალი პროერქტის დაწყებისას. ამ ფანჯრის დახურვა ნიშნავს პროექტის დახურვას. სართულის გეგმის ფანჯარაში გამოისახებიან მხოლოდ მიმდინარე სართულის პროექტის ელემენტები. პროექტზე მუშაობისას შესაძლებელია დავამატოთ სართულების ნებისმიერი რაოდენობა. პროექტის სამგანზომილებიან სისტემაში მიმოხილვის ფანჯარა(3D ფანჯარა)(სურ. 6) გამოიყენება ისევე როგორც პროექტირების ნებისმიერ ეტაპზე მოცულობითი შენობის დასათვარიელებლად, ასევე სამუშაო ფანჯარად, რომელშიც შესაძლებელია პროექტის ელემენტების შექმნა და რედაქტირება. სურ 6. პროექტის სამგანზომილებიან სისტემაში მიმოხილვის ფანჯარა(3D ფანჯარა) პროექტირებული ობიექტის მოცულობითი მოდელი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პერსპექტიულ და პარალელურ პროექტირების ფანჯრებში. პროექტის 3D ფანჯარაში შესაძლებელია ოთხი ტიპით ვიზუალიზაცია : მოცულობით-დაბლოკილი, კარკასული მოდელის ხედში, უჩინარი ხაზების წაშლით, ასევე ფერებითა და ჩრდილებით. ამ დროს სამგანზომილებიან მოდელებთან შესაძლებელია გამოყენებულ იქნან 3D - ჩრდილების ზედაპირები, ვექტორულად შექმნილი ჩრდილები, უხილავი ხაზების წაშლისას მატერიალების სიწმინდის გათვლები. ЗD ფანჯარაში შესაძლებელია პროექტირებადი შენობის სამგანზომილებიანი ჭრილების მიღება. ЗD ფანჯარაში დაყენებული ხედი, გამოიყენება საბოლოო ვიზუალიზაციისას, ფოტორეალისტური გამოსახულების მისაღებად. 9 | P age შესაძლებელია, ყოველი ელენეტის, რომლებიც წარმოდგენილ არიან ЗD ფანჯარაში, სრულად რედაქტირება. ამ დროს ЗD ფანჯარაში შეტანილი ყოველი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოისახება სართულის გეგმაში და ჭრილებში(ფასადებში). ჭრილის/ფასადის ფანჯარა(სურ. 7) დაკავშირებულია პროექტზე სამუშაო დანარჩენ ფანჯრებთან. შესაძლებელია ამ ფანჯარაში გამოსახული ყოველი ელემენტის რედაქტირება. ჭრილის ან ფასადის ფანჯარაში, პროექტის ელემენტებში შეტანილი ყოველი ცვლილება, ანტერაქტიულად აისახება ყველა დანარჩენ სამუშაო ფანჯრებში. სურ 7. ჭრილის/ფასადის ფანჯარა ამას გარდა 2D ესკიზის რედაქტირების რეჟიმში დასარედაქტირებლად შესაძლებელია გამოსახულების პროექტისგან გამოყოფა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყოფილი ობიექტის პროექტთან შეერთება. ინსტრუმენტების პანელზე არსებული ინსტრუმენტით ჭრილი/ფასადი, შესაძლებელია შევქმნათ ჭრილებისა და ფასადების შეუზღუდავი რაოდენობა. დეტალების გამოსახვის ფანჯარა(სურ. 8) - ამ ფანჯარაში გამოისახება ფრაგმენტი, რომელიც დეტალის ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნულია გეგმაზე, ან ჭრილზე/ფასადზე. 10 | P age სურ 8. დეტალების გამოსახვის ფანჯარა ეს ფანჯარა ემსახურება სხვადასხვა კვანძებისა და დეტალების შექმნას, როგორც გამოყოფილი ესკიზი. შესაძლებელია ამ ფანჯარაში გამოსახული ელემენტების რედაქტირება. დამხმარე ფანჯრები პროექტის შეფასების ფანჯარა(სურ. 9) - ეს არის ფანჯარა, რომელიც გამოსახავს დავალებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვლების რეზულტატებს. ეს ფანჯარა შეიძლება შეიცავდეს, როგორც უბრალო ტექსტს, ასევე სტანდარტული ცხრილების ავტომატური ფორმირების სპეციალური შბლონის დახმარებით განსაკუთრებული წესით გაფორმებულ ტექტს. პირველ შემთხვევაში პროექტის ხარჯების ფანჯარა წარმოადგენს ტექსტურ ფანჯარას, ხოლო მეორეში კი 2D გრაფიკულ ფანჯარას.
Description: